ნობელის პრემიის ლაურეატებმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

51-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლის ავტორებიც პოლიტიკოსებს სა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ადრესატები არიან კონფლიქტების მხარეები და ასევე , კონსტანტინოპოლის პატრიარქი, დალაი ლამა, გაერო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დოკუმენტს “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს.

ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გარდა, მიმართვის ავტორები მოითხოვენ ყველა ტყვის გაცვლას, მძევლების გათავისუფლებას, გარდაცვლილთა ცხედრების შინ დაბრუნებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.

მიმართვის ავტორები წერენ, რომ მსოფლიოში სულ მცირე 55 შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება და უკრაინის წინააღმდეგ ს ომის შედეგებმა აფრიკაში შიმშილის გამწვავება გამოიწვია. ნობელის პრემიის ლაურეატების აზრით, შეიარაღების გაზრდილი ხარჯები ტოლფარდია იმ ხარჯებისა, რომელიც მთელ პლანეტაზე 80 წლის განმავლობაში აღმოფხვრიდა შიმშილს.
“მიეცით ჩვენს შვილებს ჩვენს შემდეგ ცხოვრების საშუალება. მოდით ერთმანეთს კი ნუ დავხოცავთ, არამედ ვიხსნათ პლანეტა,,, თუ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან, დაე, მიანდონ ამ საკითხების გადაწყვეტა მომავალი თაობების სამსჯავროს და ცეცხლი შეწყვიტონ”, – ხაზგასმულია მიმართვის ტექსტში.

წერილის ავტორებს შორის არიან დიმიტრი მურატოვი, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, “ნოვაია გაზეტას “ყოფილი მთავარი რედაქტორი და ასევე ბელარუსი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი. მიმართვის ავტორთა სრული სია იხილეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს