არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – კახა კალაძე

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია –
არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას ქვეყნის კურსის შესწორებისკენ მოუწოდა.
„ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას – ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ის განცხადება, თითქოს საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები კეთდებოდა.
„დაასახელეთ ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთდა. ჩვენი განცხადებები მხოლოდ ფაქტებზე და სიმართლეზეა დამყარებული. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, პირდაპირ იყო მოწოდებები, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამას. მოიძიეთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი დაგმო. პირდაპირ მოგვიწოდებნენ, მოხალისეები ში საბრძოლველად ჩარტერული რეისით გაგვეშვა. ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის პრობლემას წარმოადგენდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტები აქამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ არსებობს.
„რაც შეეხება კანონპროექტს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას. სამწუხაროდ, ვერც ერთი არგუმენი მოვისმინეთ, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი, ან რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი გამჭირვალობამ მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. რატომ ეწინააღმდეგება გამჭირვალობა დემოკრატიას და ევროპულობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Next: განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე