განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში
„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა მ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.
კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის.
„რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება