რუსეთის არმიამ ექვს თვეში უკრაინის მიწაზე 10 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – ჟურნალისტური ანგარიში

რუსეთის არმიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ში სულ მცირე 10,014 ადამიანი დაკარგა. ეს გამომდინარეობს დაღუპულთა სახელების სიის უახლესი ანალიზიდან, რომელსაც მოხალისეებთან ერთად ატარებენ “ბიბისის” რუსული სამსახურისა და გამოცემა “მედიაზონის” ჟურნალისტები.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით მათ მოახერხეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაღუპული 59168 რუსი ჯარისკაცის სახელთა იდენტიფიცირება.

მონაცემთა ასეთ წყაროებს შორისაა მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ნეკროლოგები, საფლავებისა და დაღუპულ სამხედრო ძეგლების ფოტოები. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.
საომრად რეკრუტირებული ყოფილი პატიმრები კვლავ რჩებიან დაღუპულთა ყველაზე დიდ კატეგორიად, რაც ყველა იდენტიფიცირებული დანაკარგის 20% – ს შეადგენს. დაღუპულ რუს სამხედროთა 14%-ს მოხალისეები, ხოლო 12%-ი მობილიზებული შეადგენს.