აბასთუმნის ობსერვატორია თავისი საბინაო ფონდის ნახევარს ვერ აკონტროლებს – რევაზ ჭანიშვილი

აბასთუმნის ობსერვატორიას კიდევ ერთი ოჯახი უპირისპირდება. ამჯერად ადმინისტრაციას ასტრონომ რევაზ ნაცვლიშვილის შვილი ედავება. ასტრონომი, რომელიც 52 წლის განმავლობაში აბასთუმანში მუშაობდა, 30 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე დან ჩამოსული შვილი ოჯახით, მამის საცხოვრებელ ბინაში შევიდა. უკრაინიდან ლტოლვილი ნ ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, ჯერ მამის ორმოციც არ გასულა, ობსერვატორია კი ბინის დაცლას სთხოვს. ნანა ნაცვლიშვილი პირველი არ არის, ვინც ობსერვატორიის ხელმძღვანელობას ბინის გამო ედავება. ზაფხულში, საპროტესტო აქცია ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა თბილისში, მას შემდეგ გამართეს, რაც ობსერვატორიიდან ბინის გასაღებების დაბრუნება მოითხოვეს. რას პასუხობს ობსერვატორიის დირექტორი ნანა ნაცვლიშვილს და როგორია მისი პოზიცია, რევაზ ჭანიშვილთან ინტერვიუს tv9news აქვეყნებს.

ბატონო რეზო, ობსერვატორიის წინააღმდეგ კიდევ ერთი თქვენი თანამშრომლის, ახლახან გარდაცვლილი რევაზ ნაცვლიშვილის შვილი გამოდის, რომელიც მამის დაკრძალვისთვის ოკუპირებული ყირიმიდან ჩამოვიდა. მანამდე ბინებში არ შეშვების გამო აქციები გამართეს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის შვილებმა, რატომ დაიწყო ეს პროცესი?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია რა მოხდა. ქალბატონი კი იძახის ლტოლვილი ვარო, მაგრამ ჩამოვიდა მამის გასვენებაში, ნათესავები ჰყავს უამრავი და მამამისის სახლია ხარაგაულში, სადაც ცხოვრობდნენ. ჩამოდის მერე აქ და აბასთუმანში უნდა დარჩენა და ცხოვრება. მივეცით ერთი თვე, რომ ნივთები მოეგროვებინათ. შევიდნენ მოტყუებით და ახლა ამბობენ, არსად წავალთო. არსებობს შესაბამისი კანონი, მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომ ამ საცხოვრებლით უნდა ისარგებლონ თანამშრომლებმა, რადგან ეს ბინა არის თანამშრომლებისთვის. სანამ მუშაობ და ხარ, ბუნებრივია, გამოიყოფა ბინა. არის როგორც საერთო საცხოვრებელი და ბუნებრივია ეს სტატუსი აქვს. ეს ყოველთვის ასე იყო. როცა ადამიანი აღარ მუშაობს და წყვეტს ურთიერთობას სხვადასხვა მიზეზის გამო – ან სხვა სამსახურში მიდის, ან პენსიაზე გადის, ან გარდაიცვალა, ასეთ დროს ერთი თვის განმავლობაში ბინა უნდა დაცალონ და გაიტანონ თავისი ნივთები, ასევე გასაღები ჩააბარონ ადმინისტრაციას, ამაში ახალი არაფერია. ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ ბოლო წლებში მოხდა ისე, რომ აღარ ასრულებენ. გარდაიცვალა თანამშრომელი, ან სამსახურიდან წავიდა, დაიტოვეს გასაღები და არ გიბრუნებენ.

ყოფილი და მოქმედი თანამშრომლის შვილები ამბობენ, რომ მათმა მშობლები წლები შეალიეს აბასთუმანში მუშაობას და ახლა იმ სახლებში აღარ უშვებენ, სადაც გაიზარდნენ?

ეს არის სახელმწიფო ქონება, მე ვარ პასუხისმგებელი და ვერავის შევუშვებ. ჩემი ქონება ხომ არ არის? რას ჰქვია შევუშვა ადამიანი, რომელიც არ არის თანამშრომელი? რის საფუძველზე აძლევს თავს უფლებას თვითონ, რომ არათანამშრომელი შევიდეს და იცხოვროს იმ ბინაში, რომელიც გათვალისწინებულია თანამშრომლებისთვის. ყოველივე ამის ფონზე რა გამოდის? უნდათ, რომ ობსერვატორია დახურონ? ასე თუ გაივსო თანამშრომლების ნათესავებით და ახლობლებით თანამშრომლებისთვის აღარ იქნება ადგილი? გამოდის ცოტა ხანში ეს იქნება დასასვენებელი ადგილი ყოფილი თანამშრომლების შვილებისა და მათი ნათესავებისთვის.

ვრცლად იხილეთ tv9news.ge