ფინეთმა რუსეთთან საზღვარი განუსაზღვრელი დროით ჩაკეტა

ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს. ამის შესახებ Bloomberg ფინეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
2023 წლის 22 ნოემბერს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ გამოაცხადა, რომ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ქვეყანამ რუსეთთან საზღვარზე ერთის გარდა ყველა საუშაგო დაკეტა.
ჰელსინკის ინფორმაციით, ბოლო დროს ფინეთისა და ს საზღვარზე მდგომარეობა გაუარესდა. ორპომ ადრე თქვა, რომ ჰელსინკი ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთიდან არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდა გარკვეული „ორგანიზებული ძალისხმევის“ შედეგია.
მიმდინარე წლის თებერვალში ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი 14 აპრილამდე იქნებოდა ჩაკეტილი, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში განუსაზღვრელი ვადით დარჩა.