აზერბაიჯანული მედია: ბაქოში აშშ-ის საელჩომ ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ გადადო

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის “ჯაშუშურ ქსელთან.” ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს, რომ “საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში”.
საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი