პირველსავე დღეს ბუმი მბაპეს მაისურებზე – “რეალში” ფრანგს ელოდებიან

Madrid Universal-ის ცნობით, “რეალმა” კილიან მბაპეს მაისურების Online გაყიდვა დაიწყო და პირველ დღეს ნამდვილი ბუმი დაფიქსირდა.
“სამეფო გუნდმა” გაყიდვების პირველ დღეს 800 000 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ჯუდ ბელინგემთან შედარებით, ფრანგის მაისურზე 450%-ით მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა.
მბაპეს პრეზენტაცია ახალ გუნდში 16 ივლისსა ჩანიშნული. ის “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.