აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს გაჯანსაღებას – პრემიერი კობახიძე

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს -ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაზეც, მე შეხვედრაზეც მქონდა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილებები არ წაადგება ურთიერთობების გაჯანსაღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას“, – განაცხადა ირაკლი მ.