CNN: აშშ ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში განლაგების დაშვებას უახლოვდება

CNN-ი საკითხის მცოდნე ოთხ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ს ადმინისტრაცია ში ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილებას უახლოვდება.
მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნული პოლიტიკის მიღებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ოფიციალური პირების თქმით, ცვლილება სავარაუდოდ წელს ამოქმედდება და პენტაგონს საშუალებას მისცემს, ამერიკულ კომპანიებთან გააფორმოს კონტრაქტები, რომლებიც მათ უკრაინაში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ოფიციალური პირების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ამით უკრაინელი სამხედროების მიერ გამოყენებული იარაღის სისტემების შეკეთების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაიდენი დაჟინებით იცავდა პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფრონტზე არც ერთი ამერიკელი და განსაკუთრებით, ამერიკული ჯარი, არ უნდა გაგზავნილიყო.
შედეგად, -ს მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ბრძოლის დროს ზიანდება, ადგილზე ამერიკელი შემკეთებლების არყოფნის პირობებში, პოლონეთში, რუმინეთში, ან NATO-ს სხვა ქვეყნებში იგზავნება, რაც მათ რემონტს აჭიანურებს.