კალაძე ზეიაზე: არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით

თბილისის მერმა, მ საქართველოში -ს სახელმწიფო მდივნის, ეზრა ზეიას ვიზიტი შეაფასა და მის გზავნილებს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით არასწორი უწოდა.
“ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას – ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს”. – თქვა კალაძემ.
კალაძემ უპასუხა ზეიას მოწოდებასაც, ანტიამერიკული დეზინფორმაციის შეწყვეტის თაობაზე და თქვა, რომ ქართული ოცნების განცხადებები “მხოლოდ ფაქტებზე და სიმართლეზეა დამყარებული”.
“დაასახელეთ ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთდა. ჩვენი განცხადებები მხოლოდ ფაქტებზე და სიმართლეზეა დამყარებული. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, პირდაპირ იყო მოწოდებები, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამას. მოიძიეთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი დაგმო. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოხალისეები ში საბრძოლველად ჩარტერული რეისით გაგვეშვა. ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის პრობლემას წარმოადგენდა”. – თქვა კალაძემ.
ზეია თბილისში ოფიციალური ვიზიტით 11 ივლისს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ქართული ოცნების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.