მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.
„გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს, დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეა, მოციქულთა კრების და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი სწორედ მათი სახელობის არის. მოციქულთა მეოხებით ღმერთმა ჩვენი ერი და თითოეული ჩვენგანი დაიფაროს. განსაკუთრებით მსურს დღევანდელი დღესასწაული მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც რთულ დროს, როცა ჩვენს ქვეყანას უჭირდათ საკუთარ თავზე აიღეს ძალიან დიდი ღვაწლი, ჩვენ ვაფასებთ მათ ღვაწლს”, -განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ