კახა კალაძე – ვერ ნახავთ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ მიერ გაკეთებულ ვერცერთ დეზინფორმაციულ განცხადებას, ჩვენი განცხადებები დამყარებულია ფაქტებზე – ამერიკას, ევროპას, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა

ამერიკა, რა შუაშია ომის პარტიასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ამერიკის მთავრობის ან მათ წინააღმდეგ რამე არასწორი ან დეზინფორმაციული[განცხადება] გაგვეკეთებინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან -ს მიმართ დეზინფორმაციული განცხადება არ გაკეთებულა.
„რომელი დეზინფორმაცია? შეიძლება ვინმე დაასახელოს ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რომელიც ჩვენი მხრიდან გაკეთდა ამერიკის სახელმწიფოს ან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ? დაასახელონ ერთი ასეთი განცხადება, რომელიც დეზინფორმაციულია“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ (მმართველი პარტიისგან) მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარი ხშირად იყო და სავარაუდოდ, ეს იგულისხმებოდა დეზინფორმაციაში, კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ განცხადებებს უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი აკეთებდა.
„მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ იყო მოწოდებები, ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიძიოთ და თუ არ ვცდები, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა და არაერთხელ გაუკეთებია. წარმოიდგინეთ, იმდენად მტკივნეული იყო ეს განცხადება, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი, დაგმო,რომ გახსენით მეორე ფრონტი და შემოეხიდეთ სო. ხომ გახსოვთ, ეს განცხადებები, ჩვენ არ მოგვიგონია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მეორე ფრონტთან დაკავშირებით პირდაპირი მოწოდებები იყო. ასევე, პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ ოფიციალურად ჩარტერული რეისით უკრაინაში საომრად მოხალისეები გაგვეშვა. ბევრი ისეთის საკითხი იყო, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. და, ამერიკა რა შუაშია ომის პარტიასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ვამბობ, ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ამერიკის მთავრობის ან მათ წინააღმდეგ რამე არასწორი ან დეზინფორმაციული[განცხადება] გაგვეკეთებინოს. ჩვენი განცხადებები დამყარებულია, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლეზე და ფაქტებზე“, – განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენერალური მდივნის თქმით, შეფასება იმაზე, რომ ქვეყნის კურსი ანტიკონსტიტუციურია, არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის ევროპული.
„ჩვენი ქვეყნის კურსი არის ევროპული, ევროინტეგრაციის გზაზე თუკი რაიმე წარმატებისთვის აქვს ქვეყანას მიღწეული, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შედეგად ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს, სავაჭრო ურთიერთობებს და ა.შ. ხალხი ხომ ყველაფერს ხედავს? როდესაც დღეს, ვინც, ჩვენ გვეუბნება, რომ არადემოკრატიული პროცესები მიდის ქვეყანაში, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ის ადამიანები 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას უწოდებდნენ „დემოკრატიის შუქურას“. რა ხდებოდა მაშინ? – კლავდნენ, აწამებდნენ, აუბედურებდნენ, ართმევდნენ, ჩაგრავდნენ. ხალხი სულელი არ არის, ყველაფერს ხედავს, ხვდება. მე მესმის, ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ევროპას თავისი ინტერესი აქვს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, თურქეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში, გავატაროთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ გასაკეთებელს და საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ გაატარებს, ჩვენ, ქართველებმა უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ეკონომიკურად გავაძლიეროთ ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ