“რუსული კლუბი” შეკვეთილში ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სემინარს ატარებს

“რუსული კლუბი” შეკვეთილში ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სემინარს ატარებს – ამის შესახებ სტატიას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სემინარი სასტუმრო “მირაჟში” უკვე მეორე დღეა გრძელდება და მას ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს, რომლებსაც ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს და სუს-ს ჰკითხა, ამ სემინარის მონაწილე ს მოქალაქე ტრენერებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. კითხვას არც ერთმა მათგანმა არ უპასუხეს.
“წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის „ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის“ თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში. ასევე, მოწვეული არიან ტატიანა მარჩენკო [სოლჟენიცინის სახლი საზღვარგარეთ] და ვადიმ კრისკო [ვინოგრადოვის რუსული ენის ინსტიტუტი], – წერს “ბათუმელები”.

ასევე დაგაინტერესებთ