ირაკლი კუპრაძე – გაერთიანებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან – „ლელოს“ პრეზენტაციაზე გამოვლინდება ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ლელოს“ ექნება პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდებიან ის პოლიტიკური პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს.
„ლელოს“ ექნება კონკრეტული პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდება ის შემადგენლობა, პოლიტიკურ პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. ეს ეხება არამხოლოდ აქამდე გაჟღერებულ პარტიების, თუ მათი ხელმძღვანელების სახელსა და გვარებს, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მათ შორის, კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. კომუნიკაცია, მეგობრული, კოლეგიალური კონსულტაცია გვაქვს სთან და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ “პალიტრანიუსთან” საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ