გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით წინსვლა აქვს.
“სამწუხაროა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ასეთ უსამართლო შეფასებებს ვისმენთ. არ ვიცი, რა იგულისხმება დემოკრატიისგან უკან დახევაში. გამჭვირვალობის კანონის მიღება და ფინანსების დეკლარირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ უკან დახევაა დემოკრატიაში, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარია ასეთი შეფასებები. არადა, პირიქით, ვხედავთ, მთელ ამ კვლევებში, რომლებიც ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, ასეთი შეფასებები, უბრალოდ, გაუგებარია“, – აღნიშნა კახიანმა.
