მუმლაძე: რაც მოხდა ფორმულას ეთერში ინსტიტუციურად ენმ-ს შეურაცხყოფა იყო

თვითონ ეს ფაქტი, რაც მოხდა იგივე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ინსტიტუციურად იყო შეურაცხმყოფელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ეს უნდა აღინიშნოს. ასე არ იქცევიან პოლიტიკოსები, რომ პირდაპირ ეთერში აიღო და რაღაცას მოაწერო ხელი, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი.
გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის ეთერში ენმ-ს წევრი, “კვირის ფორმულას” ეთერს – სადაც ერთერთმა წამყვანმა, ვახო სანაიამ, ლევან ხაბეიშვილს დაუწერა მისივე განცხადება, რომ არ ირიცხება ენმ-ს რიგებში, რასაც ხაბეიშვილმა ხელი მოაწერა.