თინა ბოკუჩავა – მნიშვნელოვანია, მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, რათა ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, რათა ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის რეგიონულ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად კახეთში, წნორში მოსახლეობას ხვდებიან.
„დღეს გვაქვს ორი შეხვედრა წნორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანობის“ სახელით მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, საქართველოს თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენი ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ამისთვის აუცილებელია აქტიურობა, ძალიან აქტიური კამპანია, რომლის სტარტიც ჩვენ ერთიანობის ფარგლებში დავაანონსეთ და ახლა, რა თქმა უნდა, მთავარია რომ ხალხის ჩართულობით, მათი პრობლემების გაზიარებით, ერთობლივად გადაჭრის გზებზე მსჯელობით და ცვლილებების მოტანით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა