გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც ციხიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა – დიმიტრი ხუნდაძე

გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა, იყო წამების ეპიცენტრი. ასეთი დამოკიდებულება [პატიმრების მიმართ] წარსულს მიეცა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა მ „ქრონიკას” განუცხადა.
ხუნდაძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.
„ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საზოგადოებაშიც პოზიტიურად ფასდება, საჭირო და აუცილებელია. გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა, იყო წამების ეპიცენტრი. ასეთი დამოკიდებულება [პატიმრების მიმართ] წარსულს მიეცა და ამის რეაბილიტაციას ვერავინ მოახდენს. სახელმწიფოს როლი და მისი ქმედების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, თუ როგორ იცავს ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემაში. ვფიქრობ მუხლებიც ისე შეირჩევა, რომ რისკები იყოს დაცული და ამით საქართველო ევროპულ სტანდარტსაც დაუახლოვდება” , – აღნიშნა ხუნდაძემ.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა ერთ მესამედს შეეხება. მათგან ათი პროცენტი საპატიმროს დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”