ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს – „ბლუმბერგი“

„ტესლას“ დამფუძნებელმა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ს გამარჯვებაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
სტატიაში არ არის მითითებული, რა თანხა შესწირა მასკმა, თუმცა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, „ბლუმბერგი“ წერს, რომ ეს სოლიდური თანხაა.
მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მისცემდა თანხას.
ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ს საპრეზიდენტო კამპანიის სპიკერმა, ჯეიმს სინგერმა განაცხადა, რომ მასკმა იცის, ტრამპი გაყიდის ამერიკას.
„მასკმა იცის, რომ ტრამპი გაყიდის ამერიკას, შეამცირებს გადასახადებს, ხოლო საშუალო ფენისთვის გადასახადებს 2 500 დოლარით გაზრდის. ჯო ბაიდენი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ებრძოდა მასკის მსგავს ადამიანებს და იბრძოდა საშუალო ფენისთვის, სწორედ ამიტომ გაიმარჯვებს ნოემბერში“, – განაცხადა სინგერმა.