ენმ-ში თავმჯდომარის გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვენ | ხაბეიშვილი საგანგებო განცხადებას ხვალ გააკეთებს

გადადგეს , მოიწვიონ ყრილობა, დამტკიცდეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და პოლიტსაბჭომ დაიბრუნოს უფლებები – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალ არჩევნებს და პარტიულ გადალაგებებს ითხოვენ. ინიციატორი საორგანიზაციო საკითხების მდივანია, თუმცა მოთხოვნას ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებული ყველა ადამიანი იზიარებს.
პარტიაში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ყველა უნდა გაერთიანდეს – მიზანი ასეთია, ამ მიზნის მიღწევის ნაცვლად კი “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი ლევან ხაბეიშვილისა და ახალ მენეჯმენტს კრიზისის გაღრმავებაში ადანაშაულებს. პარტიის ახალი მენეჯმენტისგან უარია, წასვლას არავინ აპირებს და არც ს ჩანიშვნას.
ცნობილი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი საგანგებო განცხადებას ხვალ, 29 ნოემბერს, 11 საათზე გააკეთებს. როგორც ენმ-ის მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ბრიფინგის თემა იქნება: მესამე პრეზიდენტის, ს ინიციატივა – პოლიტიკური საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით.