დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 ივლისს რუსულ სარაკეტო თავდასხმებს დონეცკის ოლქის ქალაქებში, მირნოგრადსა და კოსტიანტინივკაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22.
მირნოგრადში, ს მიერ კონტროლირებადი ქალაქი დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებაში, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობასთან და ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა.
ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსული რაკეტა საწარმოს მოხვდა. რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ლიმანსაც, სადაც 7 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, 12-13 ივლისის ღამეს რუსეთი ს 5 Shahed-131/136 დრონითაც დაესხა თავს. მათგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხის ჩამოგდება შეძლო, მეხუთემ კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა და ბელარუსისკენ გაფრინდა.