“”თეატრის წინ დილის ხუთ საათზე ახალგაზრდა ბიჭმა გვაგინა ყველას. აბსოლუტურად ყველას” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე:
“თეატრის წინ დილის ხუთ საათზე ახალგაზრდა ბიჭმა გვაგინა ყველას.
აბსოლუტურად ყველას,
მთელს დედამიწას. დაიწყო ქუთაისით, მერე თბილისი, მერე მთელი ქვეყნის ყველა ქალაქი და რაიონი თავის სოფლებიანათო. მერე რუსეთს აგინა, მერე თურქეთს, მერე ამერიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ბისეკისა და ტრასეკის ქვეყნებს, აბრეშუმის გზას, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, აზიის განვითარების ბანკს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, სუამის სამიტის მონაწილეებს, უეფას, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, კუკურელიას ცალკე აგინა. ბოლოს ამოუვიდათ ყელში იქვე მდგომ ტაქსისტებს და კაი, კაი გეყოფაო- მიაძახეს. „არ მეყოფა თქვენი დედაც მოვ@@ანო“- შეჰყვირა ღამე ნათევ ტაქსისტებს და ამასობაში კიდეც გათენდა ჩვენს პატარა ქალაქში.
საერთოდ არ მიკვირს გაბრიაძე რატო წერდა ასე საკაიფოდ ქუთაისზე თავის მოთხობებში. საერთოდ არ მიკვირს. საინტერესო პერსონაჟების ამოუწურავი მადანი ხარ ქუთაისო!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა