“ყველაფრის „გაიდიოტურებას“ როგორ ახერხებს ეს ჩვენი„სცეცკი ჯოგი“ – დათო გამცემლიძე –

ჟურნალისტული, დათო გამცემლიძე:
ყველაფრის „გაიდიოტურებას“ და „გამარაზმატულებას“ (მათ შორის თვით ლიბერალური ღირებულებებისა) როგორ ახერხებს ხოლმე ეს ჩვენი„სცეცკი ჯოგი“, – თავი რომ „კიტრად“ მიაჩნია, – მართლა საოცრებაა რა……..
უკაცრავად და ლიბერალური იტალიის ნებისმიერ ტაძარში ღვთისმსახურებისას (!!!) ვინმე შორტებით შეგიშვებთ?
„წმიდა პეტრეს ტაძარში“ მაგალითად, ან ვენეციის „სან მარკოში“, ან რომის „სანტა მარია მაჟორეში?“
„თავად ეს მღვდელი „შლიოპანცებით“ რატომ იყო ტაძარშიო“.
გ ა დ ა ს ა რ ე ვ ი!
„შლიოპანცებით“ დადიოდა იესო ქრისტე, „შლიოპანცებით“ დადიოდნენ წმიდა პეტრე, პავლე და ყველა მოციქული.
– – – – – – – – – – – – – – – – –
იმ მღვდელს მღვდელის შეხედულებები აქვს. ლიბერალს აქვს და უნდა ჰქონდეს ლიბერალის შეხედულებები.
ეს ნორმალურია.
მაგრამ არის სფეროები, ნორმალურ ქვეყანაში (მაგალითად იტალიაში), სადაც ისინი არ იკვეთებიან და ერთმანეთის სივრცეებში არ იჭრებიან.
თუ შეიჭრება, დიდ ეჭვი მაქვს „სანტა მარია მაჟორეს“ მღვდელი ათიდან რვა შემთხვევაში ასევე ირეაგირებს.
ოღონდ თუ „მეორე მხარე“ დაიჟინებს.
თუმცა არ დაიჟინებს – გამორიცხულია.
მაგრამ ასიდან ას შემთხვევაში ის იტალიელი მღვდელი ჯერ პოლიციას გამოიძახებდა.
ეს ჩვენი მღვდელი პატრულს არ გამოიძახებდა არა მხოლოდ „ძველბიჭური გაგების“ გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის პატრული რომც მოსულიყო, აუცილებლად ეტყოდა: „მსგავსი კანონი ჩვენთან არ არსებობს (სხვათა შორის იტალიისგან განსხვავებით-დ.) და….. „ამათ“ ნუ გადაგვკიდებთ ახლა – მოდისო“.
ესაა ფუნდამენტური სხვაობა.
ბევრად არსებითი სინამდვილეში, ვიდრე ამ ორი სუბიექტის პერსონალურ მენტალიტეტთა მსგავსებაა (!).
მათ აბსოლუტურად იდენტური მენტალობა აქვთ.
„მენტალიტეტი“ არის არა ის, „რას“ ვფიქრობთ, არამედ „როგორ“ ვფიქრობთ – „კოორდინატთა“ რომელ სისტემაში ვფიქრობთ.
როდესაც ეს სიტემა იმთავითვე კონფრონტაციული, კონფლიქტოგენური და შეურიგებელია, „ჯახი“ გარდაუვალი ხდება.
ჩვენ არა ვართ არა მხოლოდ ნორმალური ევროპული სახელმწიფო, სადაც ეს ყოველივე არა ვინმეს კეთილი ნებით და ე.წ. „შეგნებით“, არამედ პარლამენტის მიღებული კანონით (!) რეგულირდება, არამედ არც ევროპული მენტალობა გვაქვს.
ოღონდ მხოლოდ სამღვდელოებას არა.
ასე რომ იყოს, რაღა გვიჭირდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა