ინდოეთში მაშველებმა 17 დღის განმავლობაში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41-ვე მუშა ამოიყვანეს

ინდოეთში 41-ვე მუშა, რომლებიც 17 დღის განმავლობაში უტარახანდის შტატში მდებარე სილკიარას გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები, 28 ნოემბერს ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის მთავრობა ადასტურებს.

სამაშველო ოპერაცია 12 ნოემბერს, მეწყერის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. მასში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო და ცენტრალური სამთავრობო უწყებები, ჯარი, სხვადასხვა ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი გვირაბის ექსპერტები.

გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბს სათადარიგო გასასვლელი არ ჰქონდა და ის შესასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში ჩამოინგრა.

მაშველები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ბურღავდნენ ნანგრევებს. მათ ხელით თხრა განაგრძეს მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს საბურღი მანქანა გაფუჭდა. ამ დროის განმავლობაში კი გვირაბში ჩარჩენილ მუშებს საკვებსა და წყალს სპეციალური მილის საშუალებით აწვდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ