მთავრობა: პრემიერისა და ზეიას შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.
მათივე ცნობით, “შეხვედრისას საუბარი შეეხო -საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს”.
“პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო.” – წერს საქართველოს მთავრობა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია თბილისში ოფიციალური ვიზიტით 11 ივლისს ჩამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში ზეია მართავს შეხვედრებს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ