თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი გახდა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს. ძირითადი ნაწილი რეგიონულ გამგეობებშია მიმართული, რომელიც თავის მხრივ, თავიანთ რაიონებში განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბიუჯეტი, ასევე იზრდება კეთილმოწყობის ნაწილში, გამწვანებაში და ეს არის ის თანხა, რომელიც უფრო მეტი პროექტის განხორციელებაში დაიხარჯება. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი თანხებისთვის.
სოციალურ პროგრამებზე მთელი ბიუჯეტის 35-40% ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით არის გაწერილი”, – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ