ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიებაზე, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი და დრამერების მსვლელობა გაიმართა.
„სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა „ანაკლიამ“ უფასო აბონემენტი გადასცა.
ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია ” ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.
ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
მხარდამჭერები: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე; ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო; აკვაპარკი ანაკლია; შპს Anaklia-Ganmukhuri Resort, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ