რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ს გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი.
ს საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია გაზპრომ ავიას ეკუთვნოდა. ის ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო.