“6,7 მილიონი ოპოზიციისთვის” – ვინ არ ჩაუშვა ზარქუა მეტროში?

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს – შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს:
ხომ აპირებს მოსვლას მთავრობაში ოპოზიცია, აი, მათთვის გავაკეთეთ. შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ და იარეთ მეტროთი. მაგას პირადად მე გაგიკონტროლებთ.