ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას ახალციხიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან.
შიდაპარტიული დევნისა და არაფორმალური მმართველობის მიზეზით, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ვიდეომიმართვა სექტემბრის თვეში ჩაწერეს და ფრაქციის წევრობაზე უარი მაშინვე თქვეს, დღეს კი სხვადასხვა რაიონული ორგანიზაციის განცხადებებს დღის ბოლოს შეუერთდნენ.
“ლევან ხაბეიშვილმა, აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია.
ის ამბობს, რომ ავითარებს პარტიულ ინფრასტრუქტურას, თუმცა აქვს ოფისი და არ ჰყავს ხალხი, ოფისი ფულზე ქირავდება, მართალი ადამიანი კი არა.
ზუსტად თავმჯდომარისა და მენეჯმენტის კონფრონტაციული მიდგომები, პრობლემების იგნორირება და დესტრუქციული ქმედებები, იყო მიზეზი, რატომაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის მუნიციპალიტეტის ფრაქციამ, სრული შემადგენლობით დატოვა ფრაქცია და თუმცა ეს ადამიანები დარჩნენ პარტიის წევრებად.
დავრჩით პარტიის წევრებად, იმიტომ, რომ გვჯერა ერთობა შესაძლებელია, თავმჯდომარის მიერ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებითა და გადადგომით, გაჩნდება შანსი მივიდეთ ერთობამდე”, – ნათქვამია პარტიის ახალციხელი წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერნი არიან:
1. დავით ახალკაცი
2. ქეთევან ბარძიმაძე
3. კობა სანდროშვილი
4. ნატო დარბაიძე
5. იოსებ დემეტრაძე
6. ბესიკ ოქრომელიძე
ავტორი: მაია იველაშვილი