L’Equipe: მიქაუტაძემ “მონაკოში” გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იმ ორ მიზეზზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ “მონაკოში” გადასვლა გადაწყვიტა.
პირველი ისაა, რომ ჩვენებურს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და თავისთან შესაბამისობაში მიიჩნევს.
მეორე მიზეზი კი ისაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თანაც საფრანგეთიდან წასვლა არ მოუწევს, რაც ძალიან ხიბლავს.
მიქაუტაძის “მეციდან” “მონაკოში” ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. მისი დამატების დიდი სურვილი ასევე სერია A-ს ბინადარ “რომას” ჰქონდა.