„მეგობარი აქტის“ შინაარსი უსამართლოა – შალვა პაპუაშვილი

„მეგობარი აქტის“ შინაარსი უსამართლოა, ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება, იმედი მაქვს, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უსამართლოა შინაარსი, არ ეფუძნება ვითარების სწორ შეფასებას. უსამართლოა საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შეცდომები არ იქნება დაშვებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.