ისრაელის საელჩომ და „სადაგმა“ თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორია დაასუფთავა

ისრაელის საელჩომ და „სადაგმა“ თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორია დაასუფთავა. ამის შესახებ ინფორმაციას ს საელჩო ავრცელებს.
„დღეს, როდესაც მსოფლიოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები სულ უფრო მეტად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, „სადაგის“ ინიციატივით ხორციელდება მრავალი აქტივობა, რომლის მიზანია საქართველოს გარემო გახდეს კიდევ უფრო მწვანე და სუფთა. ისრაელის საელჩო მოხარულია, რომ დღეს, „სადაგთან“ ერთად, ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი შევიტანეთ. ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ პირველი საელჩო, რომელიც ვთანამშრომლობთ „სადაგთან“ და მთელი ჩვენი გუნდი ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში თბილისის ზღვის მიმდებარედ ტერიტორიების დასასუფთავებლად.
ისრაელის საელჩომ ეს დღე მიუძღვნა 120 გატაცებული მძევლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც უკვე 280-ე დღეა, რაც ჰამასის ტერორისტების ტყვეობაში არიან. ბევრი მძევალი მოდის სასოფლო-სამეურნეო თემიდან, კიბუცებიდან, რომელთა ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებასთან და მიწასთან. მათ შორისაა ოხად იახალომი, რომელიც, თავისი 12 წლის ვაჟის მსგავსად, ტყვედ გაიტაცეს. ოხადი, სამი შვილის მამა, ისრაელის ბუნებისა და სკვერების ადმინისტრაციაში მუშაობს, და მთელი მისი ცხოვრება სწორედ გარემოს დაცვას მიუძღვნა. გარემოზე ზრუნვა აერთიანებს ყველა იმ თემისა და კიბუცის წევრს, რომელთაც 7 ოქტომბერს სასტიკად დაესხნენ თავს და გაიტაცეს. ყველას ვთხოვთ შემოგვიერთდეთ მძევლების გათავისუფლების მოწოდებაში და მოვითხოვოთ მათი სახლებში დაბრუნება #BringThemallHome”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც