ერდოანი ამბობს, რომ თურქეთი არ ემხრობა ისრაელთან ნატოს თანამშრომლობას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შეუძლებელია ნატოს პარტნიორობის გაგრძელება ს ადმინისტრაციასთან.
Reuters-ს მოჰყავს ერდოანის სიტყვები: “სანამ პალესტინაში არ დამყარდება ყოვლისმომცველი და მტკიცე მშვიდობა, ნატოს ჩარჩოებში ისრაელთან თანამშრომლობას თურქეთი არ მიემხრობა” – განაცხადა ერდოანმა ნატოს სამიტის დროს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს, შეხვდეს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, რათა დაიწყოს სირიასთან ურთიერთობის აღდგენა.
რაც შეეხება თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვას, ერდოანმა თქვა, რომ ილაპარაკა -ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან და მან უთხრა, რომ „პრობლემას მოაგვარებს 3-4 კვირაში.“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!