ლევან ბეჟაშვილი – მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ

მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანობის აქტში“ მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ქვეყანა უახლოესი ისტორიის განმავლობაში ესწრაფოდა.
„მეგობრობის აქტში“ საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე. რეალურად, ეს არის ის აქტი, რომელიც საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მთავარი წინააღმდეგობა კი „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”