“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მასშტაბური აქცია – რას ითხოვენ გაფიცულები

თბილისში “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მასშტაბური აქცია მინდინარეობს. კიკვიძის ქუჩაზე გაფიცული ასობით ადამიანის საპროტესტოო შეძახილები ისმის.
კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ხელმძღვანელ პირებს ბულინგში, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მუშაობაზე უარს ჯამში 4600-ზე მეტი დასაქმებული ამბობს.
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნას, ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე, დაემატა განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა. ასევე, მათივე თქმით, მზადდება სარჩელი იმ მენეჯერების წინააღმდეგ, რომლებსაც თანამშრომლები ბულინგში ამხელენ.
კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობას განაგრძობს, თუმცა გაფიცულების ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და აიმასაც ამბობენ, რომ ახლა მაგიდებთან მაღალი რგოლის მენეჯერები სხედან და სწორედ ისინი ითავსებენ სხვადასხვა ფუნქციებს. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა შიგნით დარჩნენ, ერთ ცვლაში 250 ლარს სთავაზობენ.
“მაგიდების უმრავლესობა დახურულია, არ მუშაობს. ტოპ-მენეჯმენტი ავალებს საშუალო რგოლის მენეჯერებს, ჩაიცვან ამ ბავშვების მაისურები და მათი საქმე შეითავსონ. დიდხანს ვერ გაძლებენ ეს ადამიანები. სარჩელს ვამზადებთ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ბულინგში მონაწილე მენეჯერები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. იქნება 24 საათიანი გაფიცვა, ღამეც აქ ვიქნებით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც