რატომ გაურბის საჯაროობას ერთ დროს პოპულარული მსახიობი – ულამაზესი არიადნა შენგელაიას ცხოვრება და ურთიერთობა ცნობილ მეუღლესთან – Marao

რატომ გაურბის საჯაროობას ერთ დროს პოპულარული მსახიობი – ულამაზესი არიადნა შენგელაიას ცხოვრება და ურთიერთობა ცნობილ მეუღლესთან – Marao
2020 წლის 13 იან­ვარს, და­ბა­დე­ბის დღე­ზე, კი­ნო­თე­ატრ “რუს­თა­ვე­ლის” წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს და კი­დევ არა­ერ­თი წო­დე­ბის, დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ობს, არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ას, თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის “ვარ­სკვლა­ვი” გა­უხ­სნეს. იმა­ვე დღეს კი მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა… შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იყო მსა­ხი­ო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ჯა­რო და მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ჩე­ნა, რა­ზეც მხო­ლოდ იმი­ტომ და­თან­ხმდა, რომ მისი ვარ­სკვლა­ვით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ია­მა­ყე­ბენ… რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ჯა­რო­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ არის, ინ­ტერ­ვი­უ­ზეც უარს ამ­ბობს და არც რა­ი­მე ტი­პის თავ­შეყ­რის ად­გილს სტუმ­რობს…
თუმ­ცა უკვე 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. აქ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას და მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და.
არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია ანა ლუ­ბი­მო­ვა­სა და ვსე­ვო­ლოდ შპ­რინ­კის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი იყო, პრო­ფე­სი­ით მთარ­გმნე­ლი და ეკო­ნო­მის­ტი, იცო­და შვი­დი ენა… საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას­ში საფრ­თხე და­ი­ნა­ხა, პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს და 1937 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კო­ვი­დან ტაშ­კენ­ტში გა­და­ვი­და, სა­დაც არი­ად­ნა და­ი­ბა­და. იმა­ვე წელს ოჯა­ხი მოს­კოვ­ში ისევ დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ვსე­ვო­ლო­დი გა­და­ა­სახ­ლეს, სა­ი­და­ნაც 1955 წელს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.
პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არი­ად­ნამ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა და 1955 წელს სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა.
“მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რომ სას­წავ­ლე­ბელ­ში ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. მათ შო­რის იყო არი­ად­ნა. მა­შინ ყვე­ლა­ნი არას ვე­ძახ­დით… ევ­რო­პუ­ლი პრო­ფი­ლი, ღირ­სე­უ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სუფ­თა სახე ჰქონ­და… მოგ­ვი­ა­ნე­ბით არი­ად­ნა და ჩემი კურ­სი ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით…
ფილ­მებ­ში სა­თა­მა­შოდ მას ჯერ კი­დევ სტუ­დენტს იწ­ვევ­დნენ და ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ჰქონ­და. არი­ად­ნა შემ­დგომ, რა­საც მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე აკე­თებ­და, ის იყო, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ქონ­და” – ჰყვე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­აც იმ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­იც­ნო, სა­დაც სწავ­ლობ­და. “მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა ერთ დღეს შეს­ვე­ნე­ბა­ზე დე­რე­ფან­ში გა­მო­ვე­დი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა შე­მე­ჯა­ხა. არ ვი­ცო­დი, ვინ იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და… შემ­დეგ შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ… ზუს­ტად მე­ცხრე თვე­ზე და­ი­ბა­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლი… არას კა­რი­ე­რა ლე­ნინ­გრად­ში და­ი­წყო. იქ გა­და­ი­ღეს “ევ­გე­ნი ონე­გი­ნი“, – მან სა­კავ­ში­რო ფეს­ტი­ვალ­ზე ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი აიღო. ეს მისი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. მერე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფილმში მი­იწ­ვი­ეს…
თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა მე და თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ “თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი” გა­და­ვი­ღეთ, რო­მელ­შიც არი­ად­ნა ვა­თა­მა­შეთ. მა­რი­ას როლი შე­ას­რუ­ლა. სუ­რათ­ში თა­მა­შობ­დნენ ასე­ვე – სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი, იმე­და კა­ხი­ა­ნი. “თეთრმა ქა­რა­ვან­მა” პრი­ზი რე­ჟი­სუ­რის­თვის ლე­ნინ­გრად­ში და­იმ­სა­ხუ­რა. გა­სა­გე­ბია, რომ გა­ი­მარ­ჯვეს მსა­ხი­ო­ბებ­მა. “თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი“ ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო “კან­ზეც” – იხ­სე­ნებს ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვიზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში.