ვენაში თავი მოიკლა დაღესტნელმა მამაკაცმა, რომელიც რუსეთში დეპორტაციას ელოდებოდა

ავსტრიის დედაქალაქ ვენის დეპორტაციის ცენტრში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა დაღესტნის 40 წლის მკვიდრმა, რომელიც რუსეთში იძულებით დეპორტაციას ელოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიულ გამოცემა Kronen Zeitung-ზე დაყრდნობით რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ ავრცელებს.

ავსტრიელი ჟურნალისტების ცნობით, დაღესტნელმა მამაკაცმა, რომლის წინააღმდეგ ავსტრიაში მიმდინარეობდა გამოძიება ვენისა და კიოლნის კათოლიკურ ტაძრებზე თავდასხმის მომზადების შესახებ, რუსეთში დეპორტაციამდე რამდენიმე საათით ადრე თავი ჩამოიხრჩო.

გამომძიებლები გარდაცვლილს, რომლის ვინაობაც არ არის მითითებული, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფრთის, „ვილაიათ ხორასნის“, ჯგუფის წევრად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, მისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ, რადგან სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება.
ამასთან დაკავშირებით, ის და საქმეში კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი მაისის ბოლოს დაკავების ცენტრიდან დეპორტაციის ცენტრში გადაიყვანეს. ოფიციალურ ანგარიშებში ისინი ხასიათდებიან როგორც “უკიდურესად საშიში პირები, რომლებიც ცნობენ კანონის და სამართლის უზენაესობის პრინციპებს.”

როგორც „კავკაზ.რეალიი“ იტყობინება, ამჟამად ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დეპორტირებულია ტაჯიკეთში, ხოლო სავარაუდო ჯგუფის ერთადერთი ქალი წევრი – თურქეთში. მისმა მეუღლემ ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და თუ უარი მიიღო, მასაც ტაჯიკეთში გაგზავნიან.
· იანვარში ვენაში, დეპორტაციის ციხის წინ, ჩეჩენი ემიგრანტების აქცია გაიმართა. მასზე გააპროტესტეს ავსტრიაში პატიმრობაში მყოფი ლტოლვილების უფლებების დარღვევა. მიზეზი ერთ-ერთ ადგილობრივ ციხეში ჩეჩნეთის მკვიდრის გარდაცვალება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!