შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI“ აქტის მიღებაზე – უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს

უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , -ს კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI“ აქტის მიღებას.
მისი შეფასებით, აქტზე მხარდამჭერთა რაოდენობა მის სისწორეს არ განსაზღვრავს.
„მხარდაჭერის რაოდენობა გადაწყვეტილების სისწორეს არ განსაზღვრავს. უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: უსამართლო არის თუ არა აშშ-ს კონგრესში მიღებული აქტი, პარლამენტის თავმჯდომარე მას დაეთანხმა და განაცხადა, რომ ის ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება.
„რა თქმა უნდა, ეს ვითარების სწორ შეფასებას არ ეფუძნება და ამ მხრივ საქართველოს მიმართ უსამართლოა. იმედი მაქვს, რომ საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შეცდომები დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი მიზნად საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით ს გავლენას დაუპირისპირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ