ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის €354 მილიონზე მეტი დახარჯა – EEAS

ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისი (EEAS) აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც ასახავს 2008-2024 წლებში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ ინფორმაციას. ვროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.
საქართველოში ამ მისიის მოქმედების ფარგლებში:
· 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა;
· 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.
მისიის მიზანია:
· ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება;
· აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშეწყობა;
· კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება.
„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – წერია სოციალუ ქსელ X-ში EEAS-ის გამოქვეყნებულ მონაცემებში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის 2021-2023 წლებში დაიხარჯა 62 მილიონი ევრო.
· ორი სრულად ეკიპირებული გადასატანი სამედიცინო დაწესებულება;
· სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში;
· 42 სატვირთო მანქანა;
· 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟნრო ნაკრები;
· კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და ვარჯიშები.
ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ 2024 წლისთვის გამოყოფილი დახმარება შეჩერებულია. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“, – უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა მ 9 ივლისს.
უფრო ადრე, 5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ -მა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება უვადოდ გადაიდო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაუგებარი უწოდა პარტნიორი ქვეყნების ამ გადაწყვეტილებებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ კი ევროკავშირის ელჩის განცხადებას სამარცხვინო უწოდა:
„ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინო და მიუღებელია – დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს?!“

ასევე დაგაინტერესებთ