NATO-ს სამიტზე 23-მა ქვეყანამ და EU-მ უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ხელშეკრულება გააფორმეს

ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე უკრაინის, ევროკავშირის, იაპონიის, -სა და ალიანსის სხვა 21 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას, უკრაინის კომპაქტს (Ukraine Compact), მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება უკრაინის ევროინტეგრაციის პარალელურად იმოქმედებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელმომწერი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ს უსაფრთხოების სფეროში გაძლიერებაში მხარს დაუჭერენ. ხელშეკრულება ითვალისწინებს:
· უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის თავდაცვისა და წვრთნების, თანამედროვე საომარი ტექნიკისა და წარმოების მხრივ დახმარების გაგრძელებას.
· უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების განვითარების ძალისხმევების აჩქარებას.
· ახლანდელი საომარი ქმედებების შემდგომ, ს მიერ უკრაინაზე მომავალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადასაწყვეტად და, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში სწრაფი და გამძლე დახმარების წარსადგენად და რუსეთზე ეკონომიკური და სხვაგვარი ჯარიმების დასაწესებლად უმაღლეს დონეზე მყისიერად და ერთობლივად შეკრებას.
სამომავლოდ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მიღება ახლანდელი ხელმომწერების გარდა სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ.