როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.
ანჯაფარიძის თქმით, “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ამ ამბავს, შესაძლოა, ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქონდეს, თუმცა, როგორც საქართველოში გადაეფარა დასავლეთი მისი დაფინანსებით “გამოზრდილ” სუბიექტებს, ასევე იცავს მათ შიც, თუნდაც, რუსეთთან ომის პირობებში.
“თითქოსდა რა კავშირი აქვს ამ ამბავს, ჩვენთან მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან? ის კავშირი აქვს, რომ როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში.” – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე