აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას შეცდომით უკრაინის პრეზიდენტი “ვლადიმირ პუტინად” წარადგინა, ხოლო მის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს შეცდომით “ვიცეპრეზიდენტი ტრამპი” უწოდა.
ბაიდენი სიტყვით NATO-ს სამიტის ფარგლებში 23 მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერის გვერდით გამოდიოდა. იგი უკრაინის დახმარებისა და რუსეთის აგრესიის შეჩერების მნიშვნელობაზე საუბრობდა, რის შემდეგაც მან ზელენსკი არასწორად წარადგინა.
“ახლა მინდა [სიტყვა] გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც იმდენივე გამბედაობა აქვს, რამდენიც მიზანდასახულობა. ქალბატონებო და ბატონები: პრეზიდენტი პუტინი”. – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა შეცდომა მალევე გამოასწორა: “პრეზიდენტი პუტინი? ჩვენ პრეზიდენტ პუტინს დავამარცხებთ. პრეზიდენტი ზელენსკი. ისე ვარ ფოკუსირებული პუტინის დამარცხებაზე. ამაზე უნდა ვფიქრობდეთ”. – დაამატა ბაიდენმა, , რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: “მე უკეთესი ვარ”.
ამასთანავე, გამოცემა Reuters-ის ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ საპრეზიდენტო რბოლის გამოთიშვის შემთხვევაში მის მაგივრად კამალა ჰარისი ტრამპის დამარცხებას შეძლებს, ბაიდენმა უპასუხა, რომ “მე ვიცეპრეზიდენტ ტრამპს ამ თანამდებობაზე არ ავირჩევდი, თუკი არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ იგი პრეზიდენტობისთვის შესაფერისია”.