გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ ინიიცირებული რეზოლუცია უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზელენსკი ასეთ ნაბიჯს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აღსადგენად მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
„რეზოლუცია იმეორებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის აუცილებლობას იმ ფონზე, როცა არ ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველი ორგანოების რეზოლუციებს. ეს კენჭისყრა ეფუძნება მშვიდობის პირველ სამიტზე მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებს, სადაც მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი -„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“ – მთავარი საკითხი იყო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს უსაფრთხოების აღდგენის ყველა სფეროში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და საერთო ღირებულებების დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში