ვაშინგტონში გაფორმდა უკრაინის მხარდამჭერი ახალი დოკუმენტი

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და უკრაინის პრეზიდენტმა გააფორმეს ახალი შეთანხმება Ukraine Compact. დოკუმენტს ხელი მოეწერა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, რომელმაც მუშაობა 11 ივლისს დაასრულა.
Ukraine Compact-ის მიზანია კოლექტიური ძალისხმევის დაჩქარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ განაგრძონ უკრაინის დახმარება თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, უკრაინის თავდაცვის ძალების მომზადება და სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერა. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ომის დასრულების შემდეგ, ზე ს ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, მაღალი დონის სწრაფ და კოლექტიურ შეკრებას, უკრაინის მხარდასაჭერად შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.
Ukraine Compact-ს ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, კანადის, დანიის, ს, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის, ჩეხეთის, სლოვენიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა და უკრაინის პრეზიდენტმა. სურვილის შემთხვევაში, დოკუმენტთან შეერთება შეუძლიათ სხვა სახელმწიფოებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”