ავსტრალია უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალიის მთავრობა უკრაინისთვის კიდევ 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს, – ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა დახმარების პაკეტი ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს გამოაცხადა.
ABC News-ი წერს, რომ ავსტრალიამ და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, გაგზავნეს დელეგაციები ალიანსთან კავშირების გასამყარებლად რეგიონში ჩინეთის მხრიდან აგრესიის შიშის ფონზე.