გასაგებია, რომ ჩვენ არ ვიქნებით ნატოში, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან [ნატოში გაწევრიანება]. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება [გასაწევრიანებლად] მიწვევა და შემდეგ გაწევრიანება. გასაგებია, რომ ჩვენ არ ვიქნებით ნატოში, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანება წარმატებაა. ვფიქრობ, ეს ორივესთვის წარმატებაა. ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ გვყავს ძლიერი არმია და ვიბრძვით ტირანი პუტინის წინააღმდეგ. და ამიტომ უკრაინა ნატოში წარმატებაა“, – თქვა ზელენსკიმ.