ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დამტკიცებისთვის ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება.
ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით.
თანამდებობაზე დამტკიცებისთვის, 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
პარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში, დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება გაკეთდება, რასაც მოჰყვება დებატები დილის 11:00 საათამდე.
კენჭისყრა 13:00 საათზე მოხდება, დაითვლება ხმები და შედეგი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერები საბჭოში უნდა დაბრუნდნენ და სხვა კანდიდატი წარმოადგინონ.