ნინო წილოსანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მივაწოდეთ ინფორმაცია 2020 წლის გაყალბებული PVT-დან დაწყებული დღემდე არსებულ ვითარებაზე – მივმართეთ თხოვნით, რომ აშშ-მა სწორად შეაფასოს საქართველოში არსებული რისკები

“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია “2020 წლის გაყალბებული “პივიტიდან” დაწყებული დღემდე” არსებულ ვითარებაზე და მიმართეს თხოვნით, რომ -მა სწორად შეაფასოს საქართველოში არსებული რისკები.
როგორც წილოსანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს მიზანი, ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს.
„ამ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, თუ რა ვუთხარით მას. იმიტომ, რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ რა ინფორმაციები მიდიოდა შტატებში, კარგად ვიცით. ჩვენს შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჰქონდა სრული ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც 2020 წლის გაყალბებული “პივიტიდან” და რევოლუციური სცენარებიდან დაწყებული დღემდე ხდება: მათ შორის, ჩვენი სულისკვეთება და ჩვენი გაცხადებული მზაობა, განსაკუთრებით, აშშ-ის შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში გადატვირთვასთან დაკავშირებით; კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და “ქართულ ოცნებას” როგორც არაერთხელ დადასტურებულა, გვაქვს მიზანი, გავხდეთ დასავლეთის ნაწილი – ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი გაკეთდება; ასევე თხოვნა და წინადადება, რომ თავად დასავლეთმა და აშშ-მა სწორად შეაფასონ რისკები, რომელიც ქვეყანას დან ან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აქვს; ასევე რისკები, რომელიც ქვეყნის შიგნით, რევოლუციური სცენარების დაფინანსებით, ზიზღის და აგრესიის გაღვივებით, ექმნება ქვეყანას განვითარების კუთხით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით